“ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს”, - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა. ია მეურმიშვილმა ევროპელ დიპლომატს კითხვა საქართველოს მმართველი პარტიის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში ევროკავშირის კრიტიკაზეც დაუსვა.
- როგორ უყურებთ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპუული ინსტიტუტების კრიტიკას - იქნება ეს ევროპის პარლამენტი თუ სხვა და თქვენი აზრით, რამდენად ეხმარება ეს საქართველოს დაწინაურებაში?
- მე შემიძლია პატივისცემით გავუგო ყველას, ვინც სასოწარკვეთილია არსებული სიტუაციით და უფრო სწრაფად სურს წინსვლა. ვფიქრობ, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა პოლიტიკური მხარისგან, რიგითი მოქალაქეების ჩათვლით. მთავარი აქ არის ის, რომ იმედგაცრუება გამოყენებული იქნას როგორც სტიმული უფრო გადამწყვეტი და უწყვეტი ქმედებების განსახორციელებლად, რათა ევროკავშირის ინსტიტუტებს დავუმტკიცოთ, რომ ისინი საკუთარ დამოკიდებულებასა და შეშფოთებაში ცდებიან და რაც მთავარია, დავაწინაუროთ ქვეყნის პროევროპული დღის წესრიგი. ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია;
რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის.
ფაქტი ის არის, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ...
რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. ეს უზარმაზარი ძალაა. ეს ჩემი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო შეუჩერებელი იქნება. შეკითხვა უბრალოდ იმაში მდგომარეობს, ეს როდის და როგორ მოხდება.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი