„მარტივი ამოცანა არ არის“, - ასე შეაფასა Forbes Talks-ში სტუმრობისას „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა საპენსიო მომსახურების სისტემაში სხვა ბანკების ჩართვის საკითხი, რომელიც 2022 წლის ბოლოსთვის გაირკვევა.
მისი განმარტებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე კონკრეტული რეკომენდაციები ან მითითებები ამ მიმართულებით „ლიბერთი ბანკს“ არ მიუღია. ვასილ ხოდელი საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას „სუბიექტურს“ უწოდებს და მისი გამოთქმისგან თავს იკავებს.
„რაც შეეხება იმას, თუ რა შინაარსი ამოვიკითხე კომიტეტის რეკომენდაციებში არის ის, რომ ნებისმიერი გზა უნდა გაანალიზდეს, რომელმაც შესაძლოა, გარკვეულწილად საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის, ან ფასის შემცირების შანსი დაუშვას. ეს დაშლით უნდა განხორციელდეს, თუ ლოტებად, რაც არ უნდა ვთქვა, ჩემი აზრი უფრო სუბიექტური იქნება“, - ამბობს ის.
პროცესში სხვა ბანკების ჩართვის სირთულის დასასაბუთებლად მას საპენსიო უზრუნველყოფის კუთხით „ლიბერთი ბანკის“ დახვეწის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ საბოლოოდ მათ უჩნდებათ კითხვა, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ლიბერთი ბანკი“ არაერთი წელია, ამ კონტრაქტს (საპენსიო მომსახურების) ემსახურება, ყოველთვის იხვეწება. გასულ წელს ბანკში მოსვლისას აღმოვაჩინეთ, რომ რიგების პრობლემა გვქონდა, რაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. თვის ერთ რიცხვში ირიცხებოდა პენსია და მთელი დაწოლა ამ დღეზე მოდიოდა. ეს საკითხი ნებისმიერი გზით უნდა მოგვეგვარებინა. სანამ სახელმწიფო ფულს ჩაგვირიცხავდა, ჩვენი რისკით, ჩვენს რესურსს ვარიგებდით იმისთვის, რომ რიგები გაგვესწორებინა. ჩვენი 100 მლნ ლარის ლიკვიდობის ხარჯზე რიგების დარეგულირება გვიწევდა და ეს 2020 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა, რაშიც პრაქტიკულად არაერთი მილიონი ლარი დავხარჯეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც კი - ამდენი ხნის ოპერატორები - ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობთ და სისტემას ვხვეწთ.
ამას თუ ვინმე მოახერხებს და ეს მთავრობის გადასაწყვეტია, როდესაც დასხდებიან და მოიფიქრებენ, შეძლებს ვინმე თუ არა... მარტივი ამოცანა არ არის. საბოლოო ჯამში შედეგის გამომღებია თუ არა, ჩემს მხარეს ბევრ კითხვას ბადებს. ჩვენ ამისთვის სპეციალური სისტემები გვაქვს შექმნილი, მაგალითისთვის, "ლიბერთის" არანაირად არ სჭირდება თავისი ინკასაციის სამსახური. 500-კაციანი არმია გვყვავს, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურით ამ სისტემას ემსახურება.
დრო წინ გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება სწორი მექანიზმი ამ საკითხზე პასუხების გასაცემად“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა და დასძინა, რომ „კონკურენცია სწორედ ის მამოძრავებელი ძალაა, რომლის გარეშე არც საბანკო და არც ზოგადად სხვა ბიზნესის კეთება არ წარმომიდგენია“.
ცნობისთვის: საქართველოში სოციალური გასაცემლების, მათ შორის შშმ პირების სოცდაუცველების და ასაკით პენსიონერების პენსიის გაცემა "ლიბერთი ბანკის" მიერ ხორციელდება, რაც ბანკსა და სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულებით არის დარეგულირებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი