ჯანდაცვის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი სანდრო ურუშაძე ონკოპაციენტებისთვის გაზრდილ ლიმიტებს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ სახელმწიფომ რეალური შედეგისთვის პრევენციაზე უნდა იზრუნოს.
საქმე იმაშია, რომ მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ონკოპაციენტებისთვის დაფინანსება 8 000 ლარით, 23 000 ლარამდე გაზარდა.
„ონკოლოგიური დაავადება ყველაზე მძიმე ტვირთია ოჯახებისთვის და კარგია, რომ იზრდება ლიმიტები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს წინგადაგმული ნაბიჯია, მაგრამ არ ვიცით, რა ჯდება მკურნალობის ერთი კურსი, არ ვიცით რამდენად საკმარისია ეს ლიმიტი, არც ის ვიცით, რამდენი ადამიანი ახერხებს ამით სარგებლობას ან რა ბარიერებია; როცა მსგავსი ინიციატივა შემოდის, გულწრფელად გინდა მხარი დაუჭირო, მაგრამ ყოველთვის გიჩნდება იმის განცდა, რომ ინფორმაციის დეფიციტია, ბოლომდე არ არის ნათქვამი რა შედეგს უნდა ველოდოთ. ისიც არ ვიცით, ბიუჯეტში რა ცვლილებები შევიდა ამასთან დაკავშირებით. ახალი პროგრამის დაწყება უნდა იყოს დაკავშირებული საბიუჯეტო ცვლილებასთან ანუ იზრდება ამ მუხლის ხარჯები თუ არ იყო ათვისებული და შესაბამისად, ხდება ლიმიტების გაზრდა?!
ასევე, ამ თემებთან მიმართებით პირველი კითხვა ჩნდება, რატომ არ ვხარჯავთ ამ თანხას პრევენციისთვის, რატომ არ ვხარჯავთ ადამიანების ინფორმირებულობისთვის. ჩვენი ხარჯები არაფექტიანია. ისეთ ეტაპზე ვმკურნალობთ ონკოპაციენტებს, როცა გამოსავლის გზები უკვე რთულია, ამიტომ პრევენციაა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ურუშაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი