"საქართველო გამორჩეული ქვეყანაა ზრდის თვალსაზრისით", - ასე შეაფასა ქვეყანა კომპანია Glovo-ს თანადამფუძნებელმა საშა მიქაუდმა Bm.ge-სთან ინტერვიუში. იგი საქართველოს რეგიონული ღონისძიების - Startup Grind-ის ფარგლებში სტუმრობდა.
მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც მან საქართველოში ბიზნესი დაიწყო, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სიახლეების მიმღებლობაა, რომელიც აქ განსაკუთრებით იგრძნობა.
"ასეთი სწრაფი ზრდა ცოტა ქვეყანაში თუ გვინახავს. მოთხოვნა თვიდან თვემდე მატულობს და ეს, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს, ნაკლები ბიუროკრაციისა და საინტერესო სტარტაპ-ეკოსისტემის შედეგია. ჩვენ ჯერჯერობით საქართველოს ოთხ ქალაქში ვოპერირებთ და არ გამოვრიცხავთ, სამომავლოდ კიდევ გაიზარდოს მათი რაოდენობა, თუმცა მთავარ მიზნად ხარისხის გაუმჯობესებას ვისახავთ და არა - რაოდენობის ზრდას. დღეს ჩვენი ამოცანაა, მიტანისთვის საჭირო დრო კიდევ უფრო შევამციროთ და დავხვეწოთ აპლიკაცია. ვფიქრობ, ასე ბევრად მომგებიანი გახდება კომპანია", - განაცხადა საშა მიქაუდმა.
რაც შეეხება საქართველოს ბაზრის კონკურენტუნარიანობას, Glovo-ის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ბაზრის სიმცირის მიუხედავად, აქ კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და სპეციფიური სეგმენტია.
"კონკურენტუნარიანი არის და მეტიც, ძალიან ადვილია ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება. ახალგაზრდებმა კარგად იციან თანამედროვე სამყაროში აპლიკაციების მნიშვნელობა და აუცილებლობა და ამ შესაძლებლობას ძალიან კარგად იყენებენ ყოველდღიურად - ცხოვრებას იმარტივებენ, პრობლემას აგვარებენ და დარწმუნებული ვარ, ტექნოლოგიების მიმართულებით ეს ქვეყანა თავის სათქმელსაც იტყვის მომავალში.
რაც შეეხება "გლოვოს", დიდი ყვითელი ჩანთა, ვფიქრობ უკვე ქალაქის ნაწილი გახდა და ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, ჩვენ ამ ქვეყნის ეკოსისტემის ნაწილი გავხდით", - განაცხადა Glovo-ის თანადამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, Glovo ბარსელონაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალება საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. დღესდღეობით, კომპანია უკვე მსოფლიოს 25 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე