მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემას

5f50a6502c6f2
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 21:22
727
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ის კითხვაზე - როგორ შეაფასებს ჯანდაცვის სისტემას 10 ბალიანი სისტემით, პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა: „ჩვენ კეთილსაიმედო შედეგები, რა თქმა უნდა, გვაქვს მაგრამ ეს შედეგები გეოგრაფიულ ჭრილში არ არის დამაკმაყოფილებელი“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარება დამოკიდებულია ოპერატიულ მენეჯმენტზე, რასაც საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის უწყებასთან ერთად წარმატებით ართმევს თავს.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პერსპექტივის მოლოდინი 10 ბალიანი სისტემის შემთხვევაში 9 თვეში ძალიან რთული განსასაზღვრი იქნება, ვინაიდან სისტემის მზაობა მაშინაც, როგორც ახლა, არის საკმაოდ რთული და ეს ყველაფერი დამოკიდებული და დამყარებულია ოპერატიულ მენეჯმენტზე, რომელიც დღეისთვის მთავრობის მხრიდან ხორციელდება. აქედან გამომდინარე ჩვენ კეთილსაიმედო შედეგები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ეს შედეგები გეოგრაფიულ ჭრილში არ არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.