მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღმოჩნდა გუგა ცანავა Stanford Business Review-ს ყდაზე

606973fadd9e7
თათა კაკიაშვილი
04.04.21 23:30
2241

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველი პარტნიორის გუგა ცანავას შესახებ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე ცნობილმა ბიზნეს გამოცემამ Stanford Business Review პუბლიკაცია გამოაქვეყნა. უფრო მეტიც - ცანავა ჟურნალის ყდაზე მოხვდა.

გუგა ცანავამ ამის შესახებ ექსკლუზიურად ისაუბრა გადაცემაში „Forbes კვირა“, სადაც აღნიშნა, რომ ეს სიახლე მისთვის სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

„დაახლოებით 4-5 თვის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, შეექმნათ სტრუქტურა, რომ ყველა ქვეყანასა და რეგიონში წარმომადგენელი ჰყოლოდათ. 300 ადამიანი შეარჩიეს და ისე მოხდა, რომ მათ რიგებში მეც მოვხვდი.

ე.წ. ამბასადორი რომ გავხდი, დამევალა, სტენფორდის წარმომადგენლად ყოფნა არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასია-თურქეთი-დსთ-ის ქვეყნებში. ამბასადორობა ნიშნავს, ერთი მხრივ, სტენფორდის პიარს და, მეორე მხრივ, უფრო საპასუხისმგებლო საქმიანობას - ვინც სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს და პერსპექტიული კანდიდატი იქნება, გასაუბრებისთვის ამერიკაში ჩაფრენა აღარ მოუწევს და ამ მხრივ ასეთ კანდიდატებს მე დავეხმარები. რა თქმა უნდა, COVID 19-მა გავლენა ყველაფერზე იქონია და სტენფორდის წარმომადგენლობამ კურსდამთავრებულებისთვის შექმნა კითხვარი, სადაც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა იყო: რა ვისწავლეთ პანდემიისგან ყველაზე მეტად და, ამ მხრივ, მათ ჩემი მოსაზრება გავუზიარე. შემდეგ, ჩემს პასუხს მოჰყვა ზარი Standord Business Publicity-სგან, რა დროსაც საკმაოდ ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი ინტერვიუ გვქონდა, ოდნავ მოგვიანებით კი მათ ჩემი ფოტოები მოითხოვეს და მითხრეს, რომ მათმა სამეთვალყურეო საბჭომ ჩემი დაბეჭდვა გადაწყვიტა. ეს ჩემთვის იყო დიდი შოკი!“ - ამბობს გუგა ცანავა.