მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღმოვაჩინოთ დაჰაკულია თუ არა ჩვენი ინტერნეტ ანგარიში?

60698f946eccb
თათია კაკიაშვილი
04.04.21 21:00
4064

დღესდღეობით ინტერნეტში იმაზე მეტი პირადი ინფორმაცია ინახება, ვიდრე - ოდესმე და შესაბამისად, კიბერდანაშაულების რაოდენობაც სულ უფრო მზარდია, - ამის შესახებ BusinessInsider წერს. გამოცემის ცნობით,ამ დროისთვის მსოფლიოში პირადი ინფორმაციის თაღლითურად მოპოვების 4 მილიარდზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული.

„სულ ახლახან ერთერთმა ჰაკერმა 533 მილიონი Facebook მომხმარებლის პირადი ინფორმაცია: მათი სახელები, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტა და პირადობის მოწმობები გაასაჯაროვა. კიბერდამნაშავეები ამ მონაცემებს სხვადასხვა თაღლითობისთვის იყენებენ“, - წერს BusinessInsider-ი.

მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გამოყენებით, ჰაკერები სხვადასხვა კომპანიის სისტემებში აღწევენ, ავირუსებენ, შემდეგომ კი მათვე სთხოვენ კონკრეტულ თანხას "გამოსასყიდის სახით". 

როგორ უნდა შევამოწმოთ, ვართ თუ არა კიბერდანაშაულის მსხვერპლი?

კომპანიები იურიდიულად ვალდებულნი არიან, მომხმარებლების პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ფაქტის შესახებ გვაცნობონ, თუმცა ხანდახან ასე არ ხდება, ამიტომ არსებობს ისეთ რესურსები ინტერნეტში, სადაც ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია.

ერთერთი ასეთი ვებ-გვერდია HaveIBeenPwned.com – მონაცემთა ბაზა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს, ხომ არ ყოფილა ელ-ფოსტა ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომი? ზოგ შემთხვევაში კიბერდანაშაული მომხმარებლების პაროლების გამოყენებითაც ხდება. ეს ვებ-გვერდი კი მომხმარებელს საკუთარი პაროლის გადამოწმების შესაძლებლობასაც აძლევს. თუ პაროლი ჰაკერების ხელში მოხვდა, მისი შეცვლით კიბერდანაშაულისგან თავის დაცვა შესაძლებელი ხდება.

თუკი ჰაკერთავდასხმა პირადობის მოწმობის გამოყენებით მოხდა, ასეთ დროს მომხმარებელმა საკუთარი პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა წარადგინოს და შესაბამის სამსახურს პრობლემის შესახებ აუწყოს.

"დაბოლოს, ფრთხილად იყავით თქვენს ანგარიშზე ნებისმიერი საეჭვო მოქმედების დროს. თუ ასეთ მოქმედებას აღმოაჩენთ, შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით კონკრეტული სოციალური გვერდის ადმინისტრატორს", - წერს BusinessInsider-ი.