მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღნიშნავენ თავიანთი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეებს მსოფლიოში?

6470b30058f53
თინათინ ნატმელაძე
26.05.23 18:14
638
დამოუკიდებლობის დღე ყველა ქვეყანაში ისევე მასშტაბურად აღინიშნება, როგორც საქართველოში. მსოფლიოს ქვეყნები ამ დღესასწაულის აღსანიშნად რამდენიმე ასეულ მილიონსაც კი ხარჯავენ და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებს პატივს მიაგებენ.

უკრაინა - ეს ქვეყანა, ამ წუთებშიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის. უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავენ. ამ დღეს ყველა შენობა ლურჯად და ყვითლადაა განათებული, ტრადიციულ უკრაინულ კოსტუმებში გამოწყობილ ხალხს კი ყველგან შეხვდებით. ზეიმი 23 აგვისტოს, დროშის დღით იწყება და 25 აგვისტოს, წმინდა სოფიას ტაძარში, წირვით სრულდება. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს უკრაინას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საერთო ჯამში 5.4 მილიარდი გრივნა დაუჯდა.

ამერიკა - აქ დამოუკიდებლობის დღეს მილიონობით ამერიკელი ყოველ 4 ივლისს აღნიშნავს, ტარდება აღლუმები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და კონცერტები, სადაც მუდმივად ისეთი მელოდები ისმის, როგორიცა "America the Beautiful" და "This Land is Your Land". 2022 წელს ამერიკელებმა ამ დღის აღნიშვნისას, მხოლოდ საკვებში 7.7$ მილიარდი დახარჯეს.

1947 წლის 15 აგვისტოს ინდოეთში ბრიტანეთის სამსაუკუნოვანი მმართველობა დასრულდა, მას შემდეგ კი ყოველწლიურად, ინდოეთის მოქალაქეები ამ ისტორიულ მოვლენას იხსენებენ და სახლებს, სკოლებსა და ოფისებს ინდოეთის დროშებით რთავენ. დილით მოქალაქეები ღონისძიებას ესწრებიან, სადაც სახელმწიფო ჰიმნს მღერიან და ეროვნულ დროშას პატივს მიაგებენ. ასევე, დროშის აღმართვის ყოველწლიური ცერემონიის საყურებლად დელიში, წითელ ციხესიმაგრესთან იკრიბებიან. გასულ წელს ინდოეთმა ამ დღის აღსანიშნად 200 მილიონი რუპია დახარჯა.

მექსიკელები კი დამოუკიდებლობის დღეს 15 სექტემბერს აღნიშნავენ, მექსიკის დამოუკიდებლობის ომის საბრძოლო სიმბოლოს, გრიტო დე დოლორესის ხსოვნის დღეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დღესასწაული აღლუმებით, კონცერტებითა და წვეულებებით აღინიშნება, ეპიცენტრი ქალაქი ზოკალოს მოედანია, ყოველწლიურად იქ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იკრიბება, სადაც მათ ქვეყნის პრეზიდენტი მიმართავს.

ფრანგები თავიანთ დამოუკიდებლობას 14 ივლისს, ბასტილიის შტუმრის წლისთავზე აღნიშნავენ. დღე შანს ელისეიზე სამხედრო აღლუმით იწყება და დამოუკიდებლობის აღსანიშნავად აღლუმის გამართვის ტრადიცია, რომელიც დღეს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, სწორედ საფრანგეთში დაიბადა. იმართება მეხანძრეების გალაც, რაც საფრანგეთის პირადი ტრადიციაა, რომლის დროსაც სახანძრო სადგურები საზოგადოებას ცეკვის, სასმლისა და წვეულებისთვის კარს უღებენ.

ფესტივალები, კონცერტები, ოჯახური შეკრებები, რეგატები, პიკნიკები და მწვადი არის ტიპიური დღესასწაული, რომელსაც ავსტრალიელები სიდნეის თავზე ბრიტანეთის დროშის ჩამოხსნის გასახსნებლად ატარებენ, ეს ყველაფერი 26 იანვარს ხდება. ავსტრალიის ყველა დიდ ქალაქს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის საკუთარი უნიკალური ტრადიცია აქვს, მაგალითად, სიდნეიში ნავების რბოლა ტარდება, მელბურნში სახალხო მარში. დღესასწაულის დროს ავსტრალიის ერთიანობის აღსანიშნად მოქალაქეები ფერადი კოსტიუმებით დადიან, ასევე იმართება კონცერტებიც.

ყოველ 17 აგვისტოს დილით, ყველა ინდონეზიელის თვალი ეროვნული სასახლისკენაა მიპყრობილი, სადაც რესპუბლიკის პატივსაცემად დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია იმართება. ცერემონიის შემდეგ უბნები ფესტივალებისთვის ემზადებიან, რომელიც ჩვეულებრივ სახალხო თამაშებსა და მუსიკალურ კონცერტებს მოიცავს. ასევე, ამ დღეს ტარდება ერთი არატრადიციული თამაშიც, რომლის დროსაც მოთამაშეები ერთმანეთს პალმის ხეზე ასვლაში ეჯიბრებიან, ეს თამაში არის ჰოლანდიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების სიმბოლო, ასევე იმართება შეჯიბრი კრევეტებისა და ჩიფსების ჭამაში.

საქართველოში კი დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღნიშვნა ქვეყნის 16 ქალაქში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, ღონისძიების ორგანიზებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ, ჯამში, 22 გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რომელთა ჯამური ღირებულება 8 418 343 ლარია.