მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახა „ნატახტარის“ გაყიდვებზე covid-19-ის პანდემია

5f1b51dbbc672
BM.GE
25.07.20 18:15
1522
"ნატახტარის“ ქართული ლიმონათის და ლუდის მწარმოებელი კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ლიმონათის გაყიდვები 25%-ით შემცირდა.

ამის შესახებ მან bm.ge-ის COVID-19-ის გავლენით სასმელების ინდუსტრიაში შექმნილ გამოწვევებსა და იმ საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა.

ხუნძაკიშვილის თქმით, ლუდის ინდუსტრიაში, გაყიდვების მხრივ, ოდნავი კლებაა, მაგრამ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ლიმონათის მიმართულებას, გაზირებული სასმელების გაყიდვები, დაახლოებით, 25%-ითაა შემცირებული, რასაც კომპანიის კორრპორატიულ საქმეთა დირექტორი covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხსნის (დიდი შეკრებების და ქორწილების აკრძალვა, საზღვრების დაკეტვა და ა.შ.)

„თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი გამოგვისწორდა და რაღაც მიმართულებით ზრდა გვაქვს. ჯამში, ექსპორტსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა გვაქვს. ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გასულ წელს 30 მლნ ლიტრი ლიმონათის ექსპორტი განვახორციელეთ და წელსაც ამ მაჩვენებელს ველოდებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.