12.თებერვალი.2019 18:51
ეკონომიკა

როგორ აისახა საბანკო რეგულაციები სამშენებლო სექტორზე? - იანვრის მონაცემები

როგორ აისახა საბანკო რეგულაციები სამშენებლო სექტორზე? - იანვრის მონაცემები
დეველოპერები 2019 წლიდან ბინების გაყიდვის შემცირების ტენდენციაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ამის მიზეზი სესხების გაცემაზე 1 იანვრიდან დაწესებული რეგულაციებია.

როგორც კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე BM.GE-თან აცხადებს, გამკაცრებულ საკრედიტო მოთხოვნებს კერძო სექტორი მოუმზადებელი შეხვდა და ეს შედეგები უფრო ცხადი რამდენიმე თვეში იქნება.

„ამ რეგულაციებმა ასევე, მოიტანა რეალიზაციის მკვეთრი შემცირება სამშენებლო სექტორში და არა მხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ მთლიანად ბიზნესში, რადგან მშენებლობაზე არაერთი რამ არის მიბმული, თუნდაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი ორგანიზაციები, ვაჭრობის სფერო და ა.შ. ბევრმა ბიზნესმა დაკარგა მომხმარებელი. ბინების გაყიდვები უკვე შემცირდა, ზოგისთვის 50%-ით, ზოგისთვის - 70%-ით და ა.შ. ეს ძირითადად გარეუბნებს შეეხო, რადგან მათ ბანკების მომსახურებიდან გაყიდვები თითქმის 80% ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ“, - განმარტა ბეჟან წაქაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ნახევარი წლის შემდეგ, ეს რეგულაციები შერბილდება.

BM.GE კიდევ ერთ დეველოპერს დაუკავშირდა. მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლის თორნიკე აბულაძის ინფორმაციით, დაკრედიტების პოლიტიკის გამკაცრების გამო, ბინების გაყიდვები დაახლოებით, 30%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, რეალიზაციის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად აბულაძე თბილისში სამშენებლო ნებართვების მოპოვების გართულებას ასახელებს.

„იმის გამო, რომ დღეს გართულებულია სამშენებლო ნებართვების მოძიება, ზოგადად ბაზარზე მაინც ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან მიწოდებაა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამან გაყიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად შეამცირა, მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მოთხოვნა მაღალი იქნება და არა მგონია, გრძელვადიან ჭრილში ძალიან დიდი შეფერხება იყოს“, - განაცხადა თორნიკე აბულაძემ.

შეგახსენებთ: 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა.
ავტორი: დათო ჯალაღონია

19.აპრილი.2019 00:23
64

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
105

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
71

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
156

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
190

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
108

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად