მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახება უკრაინაში არსებული ვითარება საქართველოს ტურიზმის სექტორზე? - ია გედევანიშვილის პასუხი

61f94a496bb85
მარიამ ადამია
02.02.22 00:13
823
როგორ აისახება უკრაინაში არსებული ვითარება საქართველოს ტურიზმის სექტორზე? - ამ კითხვას Check-in Travel-ის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ია გედევანიშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით პოლიტიკური მიზეზით, საქართველოში უკრაინიდან ჯავშნები არ გაუქმებულა.

“უკრაინაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური ვითარება არ ასახულა საქართველოს ტურიზმის სექტორზე, არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა ამ მიზეზით, რასაც ვერ ვიტყვით კოვიდ-ეპიდემიით გამოწვეულ დანაკარგებზე. მეტიც, როგორც ჩანს, უკრაინელმა ტურისტებმა გადაწყვიტეს პირიქით, მეტი იმოგზაურონ,” - განაცხადა Check-in Travel-ის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რიცხვი 2019 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლები იყო და 144 ათას 901 ვიზიტი შეადგინა, ხოლო უზებეკეთიდან ვიზიტორების რიცხვი 36 ათას 384 იყო, რაც პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს ანუ 2019 წლის დონეს 117%-ით აღემატება.