18.მარტი .2020 18:20

როგორ აკონტროლებს სახელმწიფო პროდუქტებზე ფასების გაუმათლებელ ზრდას - მინისტრის პასუხი

views 285
უკან

ჩვენ ამას ვაკონტროლებთ ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბერკეტით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ცალკეული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან პროდუქტებზე ფასების ზრდაზე საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავამ არ დააკონკრეტა კერძო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამგვარ ქმედებაში იყვნენ შემჩნეულნი და აღნიშნა, რომ საბედნიეროდ კერძო სექტორი ხშირად გვედით უდგას სახელმწიფოს ასეთ მძიმე პერიოდში.

„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამაზე ნათელი განცხადება და არ დაუზუსტებია კონკრეტული ბიზნესები და მეც თავს შევიკავებ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთეული ბიზნესები საბედნიეროდ. ბიზნესი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ვითარებას და თანამშრომლობს ჩვენთან, ეს შეეხება საკვები პროდუქტების და პირველადი საკვების იმპორტიორებს, ეს შეეხება ასევე სავაჭრო ქსელებსაც, რომლებიც ძალიან ღიად და გახსნილად თანამშრომლობენ. 

თუ კი ასეთი ერთეული ფაქტები გამოვლინდება, ჩვენ ამას ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვუწევთ, საუბარია ფასების გაუმართლებელი ზრდის ფაქტებზე. ჩვენ ამას ვაკონტროლებთ ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბერკეტით. შექმნილია ერთობლივი ჯგუფები, რომელშიც სოფლის მეურნოების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკი სამინისტროს მონაწილეობს. ხდება ყოველდღიური მონიტორინგი. ჩვენ ვაკონტროლებთ კონკრეტული საქონლის როგორც მარაგებში არსებობას, ასევე დახლებში და ქსელებში, ვადარებთ ფასების დინამიკას, ვაკეთებთ დასკვნებს და ვახდენთ რეაგირებას.

თქვენთვის და მოსახლეობისთვის მთავარია, რომ დაინახოთ შედეგი, ასე რომ ამაზე მეტად მე ამ საკითხს არ ჩავუღრმავდები - შედეგი გექნებათ“, - უთხრა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა