მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ამოწმებს სახელმწიფო იტესტებიან თუ არა ბაზრობებზე - მოლებში - რესტორნებში დასაქმებულები?

6036788a5c0a6
სალომე მეცხვარიშვილი
24.02.21 20:00
692
გვაქვს აწყობილი სისტემა - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეკითხვას, რამდენად მზად არის სახელმწიფო, შეამოწმოს რეალურად იტესტებიან თუ არა კერძო სექტორში დასაქმებული პირები, რომელთა შემოწმება Covid-19-ზე სავალდებულოა.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს ხდება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და ამის გამოცდილება ხელისუფლებას სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების შემთხვევაში უკვე აქვს, რამდენადაც მათი თანამშრომლების ტესტირება უფრო ადრე დაიწყო. თურნავა განმარტავს, რომ მსგავსი მიდგომა გავრცელდება რესტორნებსა და სასტუმროებზეც.

“ხდება თანამშრომლების რეგისტრაცია, განსაკუთრებით მათი, ვინც უშუალოდ კონტაქტობს მომხმარებელთან და ხდება შემოწმება, რა პროცენტია გატესტილი. იგივე მიდგომით მივუდგებით რესტორნებს და ამაზე გვექნება შეხვედრები. ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თავად რესტორნებიც მონდომებულები იყვნენ, რომ პასუხისმგებლობა გამოეჩინათ, ამას აუცილებლად შეასულებენ",-აცახდებს თურნავა.