02.დეკემბერი .2020 21:24

როგორ აპირებს BioNTech-ი ვაქცინის ტრანსპორტირებას ბრიტანეთში?

როგორ აპირებს BioNTech-ი ვაქცინის ტრანსპორტირებას ბრიტანეთში?
views 420
უკან

კომპანია BioNTech-ი განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირებას დიდ ბრიტანეთში. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, BioNTech-ის მთავარი კომერციული ოფიცრის შონ მარეტის განცხადებით, პრეპარატის ტრანსპორტირება სატვირთო ავტომობილებით ან თვითმფრინავით იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვაქცინა Pfizer-ის საწარმოშია დასაწყობებული.

„დაახლოებით 1000-5000 ვაქცინის დოზა შეიფუთება თერმულად და განთავსდება სპეციალურ ყუთებში, რომლებსაც ტემპერატურის კონტროლი შეუძლიათ. ამის შემდეგ მათი ტრანსპორტირება სატვირთო ავტომობილებით ან თვითმფირნავით მოხდება“, - განაცხადა შონ მარეტმა.

შეგახსენებთ, BioNTech-ი პრეპარატზე ავტორიზაციას შესაბამისი ორგანოებისგან დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდება, ხოლო ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა.