მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს „მაკდონალდს საქართველო” ე.წ დრაივის რიგების შემცირებას?

601e7ebdbf9ec
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 23:00
1819
ჩვენ ღრმა ანალიზს ვუკეთებთ რიგებს, - ამის შესახებ გადაცემა BMG DRIVE-ში „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგების შესამცირებლად კომპანია აპირებს ახალი ინოვაციური სერვისის დანერგვას. კერძოდ, მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა მობილურით დააფიქსიროს შეკვეთა და შემდეგ შტრიხკოდით „დრაივზე“ დაადასტუროს.

„სპეციალურად ამერიკას ველაპარაკებით, ვცდილობთ შემოვიღოთ ახალი სერვისი, რომ შტრიხკოდებით მოხდეს შეკვეთა. ანუ ტელეფონით შტრიხკოდი დავადოთ აპარატს და ეს პროცესი დავაჩქაროთ. კოვიდმა დაგვანახა, რომ ინოვაციები გვჭირდება კიდევ. ამ სიახლეს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ მომხმარებელს“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე თქმით, რიგებს იწვევს მომხმარებლების მხრიდან შეკვეთისას დიდხანს დაყოვნება.

„როდესაც ჩვენთან მოდის მომხმარებელი, იგი აკეთებს შეკვეთას იმ მომენტში, როცა მიდის აპარატთან, მაშინ როდესაც უორენ ბაფეტმა ზუსტად იცის რა უნდა იყიდოს დღეს აქციების მიხედვით. ჩვენები ცოტა სხვანაირად მოქმედებენ. როდესაც მომხმარებელი მოდის, იქ იწყებს არჩევას, ლაპარაკს და თუ ორი სხედან, სულ დაღუპულები ვართ. ერთმანეთში საუბრობენ. ყველაზე მეტი დრო ჩვენ გვეკარგება არა წარმოებაში, არა შეკვეთის აღებაში, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებაში. იქ მიდის "ქართული ლაპარაკი", ეს გინდა - არა, ის გინდა - არა. ეს ძალიან აფერხებს პროცესს. ჩვენ რომ კონკრეტული გადაწყვეტილებებით ვემსახურებოდეთ, ბევრად წინ წავიდოდით“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

"მაკდონალდს საქართველოს" დირექტორის თქმით, ახალი სერვისი საქართველოში სავარაუდოდ, მარტიდან გახდება ხელმისაწვდომი.