მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს მერია ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესის შეჩერებას? - ბენდელიანის განმარტება

605c6e96adb72
ინგა მურუსიძე
25.03.21 15:15
4171
ჩვენს მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება, რომ შევამციროთ აქტიური მეწყერის გადაადგილება, რომელიც ახლა მოძრაობაშია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა და უცხოელი ექსპერტების და ქართველი სპეციალისტების ძირითადი აზრები ვაშლიჯვრის ფერდობზე შემდგომი სამუშაოების განხორციელების შესახებ თანხვედრაშია.

„დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტულად სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის უსაფრთხოების ზომების დაცვა. მაჭავარიანის ქუჩის ზემოთ არსებულ მეწყერს უნდა დავუბრუნოთ პირვანდელი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება, რომ შევამციროთ აქტიური მეწყერის გადაადგილება, რომელიც ახლა მოძრაობაშია.

გაკეთდება წინაღობა, შემდეგ მეწყერულ ადგილზე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები, შემდეგ მოხდება გარკვეული მიწის მასების მოჭრა და გატანა, ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდის შეჩერება მოხდეს ამ დაანკერების პრინციპით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, ხოლო მთლიანი ღონისძიების დამთავრების დრო ჯერჯერობით უცნობია.

„გზაზე მოძრაობა აღდგება მაშინ, როცა დავრწმუნდებით, რომ გადაადგილება უსაფრთხოა. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, მაჭავარიანის ქუჩაზე მხოლოდ ჩვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოები შესრულდება, ხოლო მარშალ-გელოვანის გამზირზე მუშაობა უსაფრთხოა“, - განცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გერმანელი ექსპერტებიც შედიან. ჯგუფი ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული მეწყრულ პროცესებს სწავლობს.