მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს რუსეთი ავიამიმოსვლის პრობლემის გადაჭრას? - პუტინის განმარტება

622382ccd86f1
გიორგი თოლორდავა
05.03.22 19:49
3431
უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსულ ავიაკომპანიებს და კერძო თვითმფრინავებს EU-ს საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. სანქციის საპასუხოდ, რუსეთმა 30-მდე ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

რუსული ავიახაზების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეკითხვით მიმართა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასეთი რთული ვითარება და როდის ელის ის საჰაერო მიმოსვლების აღდგენას.

შეკითხვაზე პუტინმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებული იყო დასავლეთის ნებაზე, რომელსაც თავადაც არ სურდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასე იმიტომ მოიქცა, რომ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

პუტინის თქმით, თუკი რუსეთი საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გახსნის, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლების მარშრუტი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან დასავლურ ავიაკომპანიებს რუსეთის ტერიტორიების გვერდის ავლით, ალტერნატიული გზების გამოყენება მოუწევთ, რაც გაზრდის საწვავის ხარჯებს და შესაბამისად, ბილეთების ფასებს.

„ჩვენ მსგავს სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება გვაქვს. პანდემიის პერიოდში შიდა ავიამიმოსვლები 88%-ით შემცირდა, საერთაშორისო რეისების რაოდენობა კი - 90%-ზე მეტით, თითქმის მთლიანად შეჩერდა. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ჩვენ შიდა რეისების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ.

რას ვაპირებთ ახლა? გათვლებს შიდა გადაზიდვებზე გავაკეთებთ, ჩვენს საკუთარ ინფრასტრუქტურას და ავიაციას განვავითარებთ, ახალ აეროდრომებს და ქარხნებს შევქმნით“ - განაცხადა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ 8 მარტიდან რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია "Aeroflot" საერთაშორისო რეისებს წყვეტს და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში იფრენს. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და ევროპის საჰერო სივრცის ჩაკეტვაა.