მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ავირჩიოთ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?

608fa553ddc4a
ინგა მურუსიძე
03.05.21 15:00
2000
დღეისთვის საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა - ნაწილი უკვე გამოიყენება, ნაწილზე კი მოქალაქეები რეგისტრირებულები არიან. აცრების ნაწილი ტრადიცული მეთოდით არის დამზადებული, ნაწილი კი - ახალი ტექნოლოგიით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, მარინა თოფურიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განმარტა, თუ რა განსხვავებაა ვაქცინებს შორის და რის მიხედვით უნდა აირჩიონ მოქალაქეებმა მათთვის სასურველი ვაქცინა:

როგორი ვაქცინები არსებობს და როგორ გავიგო, რომელია კარგი, რომელია ჩემთვის ყველაზე გამოსადეგი? მარინა თოფურიძის განმარტებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ 4 ტიპის ვაქცინა გამოიყენება:

ვექტორული ვაქცინები, რომლებიც იყენებს ვირუსს COVID-19-ის გენეტიკური ინფორმაციის გადასატანად.
mRNA ვაქცინები - იყენებს კოვიდ-19-ს გენეტიკური ინფორმაციის სინთეზირებულ ვერსიას.

თოფურიძის თქმით, აღნიშნული ორი ვაქცინის ორგანიზმში შეყვანით, კოდი კარნახობს ჩვენს უჯრედებს, წარმოქმნან სპაიკცილა, რომელიც იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას ვირუსის საწინააღმდეგოდ.

მთლიანი ვირუსის ვაქცინები - რომლებიც იყენებს კოვიდ-19-ის შესუსტებულ და ინაქტივირებულ ვერსიას.
პროტეინული ერთეულების ვაქცინები - რომლებიც შეიცავს კოვიდ-19ის სპაიკცილის ფრაგმენტს.

მარინა თოფურიძის თქმით, აღნიშნული ტიპის ორი ვაქცინა იწვევს იმუნური პასუხის პროვოცირებას.

"ახალი ტექნოლოგიებით შემუშავებული ვაქცინებით ხდება გენეტიკური ინფორმაციის მიწოდება ორგანიზმისთვის. ტრადიციული ვაქცინა გულისხმობს დასუსტებული, ინაქტივირებული, მკვდარი ვაქცინის, ან მისი ნაწილაკის შეყვანით, ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავებას. როცა ორგანიზმში ვირუსი მოხვდება, უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები მოახდენდნენ სწრაფ რეაგირებას. ახალი გენერაციის ვაქცინებით ხდება მხოლოდ ინფორმაციის(კოდის) მიწოდება ორგანიზმისთვის და არა ცილის შეყვანა, ხოლო ანტისხეულების წარმოქმნა და ვირუსზე რეაგირება იმავენაირად ხდება, როგორც ტრადიციულ ვაქცინებში. მოქალაქეებმა თავად უნდა აირჩიონ, რომელი რეაგირება ურჩევნიათ ვირუსზე. თუმცა ვაქცინაცია აუცილებელია", - განაცხადა მარინა თოფურიძემ.