მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ახერხებს „ორბი ჯგუფი“ მთავრობასთან წარმატებულ თანამშრომლობას - განმარტება

6203828eaca56
თათია ჩაფიჩაძე
09.02.22 23:20
832
„როდესაც პრობლემა არსებობს, მხოლოდ მისი დაფიქსირება საკმარისი არაა, გამოსავლის გზაც უნდა მიიტანოს ბიზნესმა მთავრობასთან“ - ამის შესახებ BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებულად მუშაობის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათი თანამშრომლობა მთავრობასთან როგორც პრობლემის დაფიქსირების, ისე მისი გადაჭრის გზებზე გადის.

„ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სახელმწიფო არ იყოს დაინტერესებული ბიზნესის განვითარებით. ჩვენ არ ვცხოვრობთ საბჭოთა პერიოდში და ყველამ კარგად ვიცით, რომ გადასახადები არის ძირითადი წყარო, რომლითაც ბიუჯეტი ფორმირდება და რომელიც მთავრობის წარმატების მთავარი ინსტრუმენტია.

ზოგადად როდესაც პრობლემა არსებობს, მხოლოდ პრობლემის დაფიქსირება არ არის საკმარისი, გადაჭრის გზაც უნდა მიიტანოს ბიზნესმა მთავრობასთან, მე ამაში ვხედავ ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობის მიზეზს.

ჩვენ როდესაც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივა გავაჟღერეთ, კვლევებით დაწყებული მზა კანონპროექტით დასრულებული ყველანაირი დასაბუთებით მივედით.

ნებისმიერ შეხვედრაზე ქვეყნის პრემიერთან, დარგობრივ მინისტრთან არასდროს ყოფილა უარი. მუშა რეჟიმში წინააღმდეგობები, რომელიც გვხდება, ვალაგებთ. მაგალითად, ბინადრობის მოწმობის თემა გამახსენდა, თავის დროზე 35 ათასს ლარიანი მოცულობით იყო, დღეს 100 ათასს დოლარის ინვესტიციის პირობებში ინვესტორი მოკლევადიან ბინადრობას იღებს. ინიციატივის წარდგენიდან ზუსტად 3 თვეში იყო პროცედურები დასრულებული. არანაირი ლობირება არ გაგვიკეთებია, გარდა იმისა, რომ მივედით ეკონომიკის სამინისტროში და დავასაბუთეთ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას უცხოური ინვესტიციის სახით... მზა კანონპროექტი მივიტანეთ. 100%-იანი არ არის არაფერი, სადღაც წინააღმდეგობაც არის, საბოლოო ჯამში ფაქტები მეტყველებენ ყველაფერზე.“ - ამბობს ირაკლი კვერღელიძე.