მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ახორციელებენ ავიაკომპანიები თვითმფრინავების დეზინფექციას?

5e5cff17646b2
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.20 23:40
1074
როგორც მედია გამოცემა Business Insider-ი წერს, იმის გამო რომ კორონავირუსის შემთხვევები განუწყვეტლივ იზრდება მსოფლიოს მასშტაბით, ავიაკომპანიები რეგულარულად ატარებენ თვითმფრინავების სტერილიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებებით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავიაკომპანიებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ცხელი წერტილიდან მგზავრების ევაკუაციაში, ისეთი ტიპის სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენეს, რომლებსაც ხშირად იყენებენ ჰერპესისა და MRSA-ს მსგავსი მიკრობების გასანადგურებლად.

მაგალითად ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა "ვირაქლინი" გამოიყენა Boeing 747-ის დასამუშავებლად, მას შემდეგ რაც ავიაკომპანიამ ავსტრალიის მოქალაქეების ევაკუაცია უხანიდან (ჩინეთი) და ტოკიოდან(იაპონია) განახორციელა. "ვირაქლინი" კლავს ვირუსების, მიკრობების და ბაქტერიების ფართო სპექტრს და ადამიანმა ის დამცავი ხელთათმანების და სპეციალური სათვალეების დახმარებით უნდა გამოიყენოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თვითმფრინავის დამუშავებას დაახლოებით 36 საათი დასჭირდა. თვითმფრინავის კაბინა ორჯერ იქნა დეზინფიცირებული, ხოლო საჰაერო ფილტრები შეცვლილი.

Korean Air-მა, რომელმაც ასევე მოახდინა მგზავრების ევაკუაცია უხანიდან, საჰაერო ხომალდის გასაწმენდად გამოიყენა სადეზინფექციო საშუალება სახელწოდებით D-125, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგებში, ბაქტერიებისა და ვირუსების მოსაკლავად, მათ შორის სალმონელას, ქათმის გრიპის და სხვა.

United Airlines-მა Business Insider-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავების დეზინფექციისთვის გამოიყენა ისეთი საშუალებები, რომლებიც ანადგურებს ებოლასაც კი. სხვა დეტალების მიწოდებაზე ავიაკომპანიამ თავი შეიკავა. რაც შეეხება ავიაკომპანია Delta-ს, ის EPA-ის მაღალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებას იყენებს.