მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები COVID-19-ის დაფინანსებაში?

5e8afc2e0671e
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.20 14:30
1005
"კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობის ფორმატის განსაზღვრისთვის სამინისტროსა და კომპანიებს შორის კომუნიკაცია შედგება", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეთ კერძო სადაზღვევო კომპანიებს COVID-19-ის ინფექციის მართვაში. მინისტრის თქმით, საუბარია, სამინისტროს ონლაინ-ხაზის გაძლიერებაში კერძო კომპანიების ჩართვაზე, ასევე, კომპანიების მხრიდან სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერაზეც.

“დღევანდელ ეტაპზე COVID-19-ის ინფექციის დანახარჯებს ფარავს სრულად სახელმწიფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ სადაზღვევოები ჩაერთონ როგორც - ონლაინ-მომსახურებაში, ონლაინ-ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაშიც. ამასთან დაკავშირებით გავმართავთ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ გახდება ესეც ცნობილი, რაც მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას სადაზღვევო კომპანიებთან ერთად,” - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 188, გამოჯანმრთელების - 36 და გარდაცვალების 2 შემთხვევა არის დადასტურებული.