მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაამთავრეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

5dcf0207e5a82
ლევან თაღიაშვილი
15.11.19 23:51
1240
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა მხოლოდ "საქართველოს ბანკმა" დაასრულა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ფასი არ შეცვლილა, დანარჩენი 2 კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება კი შემცირდა.

ბოლო 1 კვირაში "საქართველოს ბანკის" 411 ათას აქციაზე მეტი გასხვისდა 6 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 242 ათასი აქცია გაიყიდა 2.4 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 235 ათას გარიგებაზე დაიდო გარიგება, რაც შეეხება "თიბისი ბანკს", მისი 215 ათასი აქცია გაიყიდა 2.9 მილიონ ფუნტად.


LSE-ზე საქართველოსა და "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის გათანაბრებულია და 733 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, "Georgia Capital" 363 მილიონი ფუნტი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ფასი კი 237 მილიონია.


1 იანვრიდან დღემდე მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი გაიზარდა 8.35%-ით, დანარჩენი სამივე კომპანიის კი გაუფასურდა.