მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს LSE-ზე ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა

5e7f83b6385a6
ლევან თაღიაშვილი
28.03.20 21:03
818
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, BGEO, CGEO და TBCG-ს აქციები შესაბამისად 2.17%, 12.21% და 2.35%-ით გაიზარდა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 0.78%-ით შემცირდა. ჯამში "საქართველოს ბანკის" 571 ათასი აქცია გასხვისდა 5.4 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის 134 ათასი 572 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 239 ათასი ფასიანი ქაღალდი 176 ათასად, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მისი 652 ათასი აქცია გაიყიდა 4.7 მილიონად.

1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანს დიდი კლება აქვს, შესაბამისად 42,60,61 და 51%-ით გაუფასურდა მათი აქციები. ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე "საქართველოს ბანკი" გვევლინება 474 მილიონით, "თიბისი ბანკი" 408 მილიონი ღირს, Georgia Capital 173 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 100 მილიონი