მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ქართულმა კომპანიებმა 2022 წელი ლონდონის ბირჟაზე

63aefe81389c7
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.22 12:30
1022
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 1.56%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 26.05 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.28 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 25%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 3%-ს შეადგენს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულებამ ერთკვირიან ჭრილში 3.18%-ით მოიმატა. ბანკის ერთი აქცია 22.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 33.2%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 4%-ს აღწევს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2.67%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.30 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 340.19 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 12.31%-ითაა გაზრდილი, ერთთვიან ჭრილში კლება კი 3.3%-ს აღწევს.

წყარო - Galt & Taggart