01.მაისი .2020 23:09

როგორ დაასრულეს ქართულმა კომპანიებმა ვაჭრობა LSE-ზე

views 306
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, Georgia Capital-ის გარდა ყველა კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. რაც შეეხება გარიგებებს, "საქართველოს ბანკის" აქციებზე 5.9 მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების გარიგებები დაიდო, "თიბისი ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 3.2 მილიონი ფუნტის ტრანზაქციები განხორციელდა, CGEO-ს და GHG-ს აქციებზე კი შესაბამისად 853 და 145 ათასი ფუნტის.



1 წლის ჭრილში კომპანიების აქციები 42-დან 60%-მდეა გაუფასურებული, მათ შორის ყველაზე მეტად Georgia Capital-ისა და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 60 და 59%-ებით.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე BGEO რჩება 484 მილიონი ფუნტ სტერლინგით, "თიბისი ბანკი" 457 მილიონი ღირს, Georgia Capital 163 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 113 მილიონი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა