მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

5e8795b99d16c
ლევან თაღიაშვილი
03.04.20 23:58
1046

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" გარდა, სამივე მათგანის აქციების ღირებულება გაუფასურდა.


BGEO-ს კლება 13.41%-ია, CGEO – 4.05%, TBCG - კი 12.28%. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები კი 5.48%-ით გაიზარდა.


„საქართველოს ბანკის“ 4.5 მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების აქციები გასხვისდა, Georgia Capital-ის 504 ათასი ფუნტის, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 174 ათასი, „თიბისი ბანკის“ კი 2.2 მილიონი ფუნტის ღირებულების.


ერთი წლის ჭრილში ოთხივე მათგანის ფასი განახევრებულია ან უფრო მეტადაა გაუფასურებული. BGEO – 50.5%, CGEO – 61.97%, GHG – 60.59%, TBCG კი - 59.48%.


ყველაზე ძვირადღირებული კომპანია LSE-ზე "საქართველოს ბანკია" 8.36%-ით, Georgia Capital - 166 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 106 მილიონი, "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 358 მილიონი ფუნტია.