08.თებერვალი .2020 09:00

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართულმა კომპანიებმა

views 314
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასული 1 კვირის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ღირებულება გაიზარდა, დანარჩენი ორის კი გაუფასურდა.


"საქართველოს ბანკის" 218 ათასი აქცია გასხვისდა 3.3 მილიონ ფუნტ სტერლინგად, "Georgia Capital"-ის 129 ათასი 1 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 255 ათასი 313 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკის" კი 87 ათასი 1 მილიონად.


1 წლის ჭრილში მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულებაა გაზრდილი 1.39%-ით დანარჩენების კი შესაბამისად 30,46 და 13%-ითაა შემცირებული.


LSE-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია "საქართველოს ბანკია" 787 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 679 მილიონია, "Georgia Capital"-ის 311 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 164 მილიონი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა