რაც შეეხება 1 წლის ჭრილს, სამივე მათგანის ფასი გაუფასურებულია 40-დან 62%-მდე. ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია LSE-ზე "თიბისი ბანკია" 440 მილიონი ფუნტით, "საქართველოს ბანკის" ღირებულება 382 მილიონია, Georgia Capital კი 175 მილიონი ღირს.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ბირჟიდან 5 აგვისტოს მოიხსნა. როგორც BMG-სთვის ხდება ცნობილი, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.
Georgia Capital-მა სპეციალური შეთავაზება გაუკეთა GHG-ის აქციონერებს, რომლის თანახმადაც, GHG-ს აქციონერები ყოველი 5 აქციის სანაცვლოდ იღებენ Georgia Capital-ის 1 აქციას. აქციების გადაცვლის ბოლო ვადა 2020 წლის 30 ივნისი იყო. კომპანია „ლონდონის საფონდო ბირჟაზე“ 2015 წელს პრემიუმ კატეგორიაში დაილისტა და მასში „ევექსი", „იმედი L”, ასევე ფარმაცევტული კომპანიებია გაერთიანებული.
2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიონი ფუნტ სტერლინგი იყო. ბოლო 1 წელიწადში კომპანიის აქციები 70.3%-ით გაუფასურდა.