20.დეკემბერი .2019 23:54

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

views 366
უკან

საქართველოს საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა "საქართველოს ბანკმა" და "Georgia Capital"-მა დაასრულეს, დანარჩენი 2 კომპანიის აქციების ფასი კი გაუფასურდა.

"საქართველოს ბანკის" 523 ათას აქციაზე დაიდო გარიგება, რომლის ღირებულებაც 8.4 მილიონი ფუნტ სტერლინგი იყო, "Georgia Capital"-ის 228 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2.1 მილიონ ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 197 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 315 ათას ფუნტად, რაც შეეხება "თიბისი ბანკს", მისი 306 ათასი აქცია გაიყიდა 4 მილიონად.

ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს LSE-ზე კვლავ "საქართველოს ბანკი" ინარჩუნებს 802 მილიონი ფუნტით, შემდეგ მოდის "თიბისი ბანკი" 718 მილიონით, "Georgia Capital" 353 მილიონით და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 206 მილიონით.

1 იანვრიდან - დღემდე მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ფასია გაზრდილი 18.52%-ით, დანარჩენი 3 კომპანიის ფასი კი გაუფასურებულია. "Georgia Capital"-ის 5.88%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 23.28%-ით, "თიბისი ბანკის" კი 14.45%-ით