მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

5e751863b4b29
ლევან თაღიაშვილი
20.03.20 23:20
883

გასული 1 კვირა მძიმე გამოდგა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიებისთვის. ოთხივე მათგანის გაუფასურება ორ ციფრიანი აღმოჩნდა და ყველაზე მეტად ბანკების აქტივები გაუფასურდა.

ჯამში აქციების ფასი 10-დან 35%-მდე დაეცა. რაც შეეხება მოცულობებს, "საქართველოს ბანკის" 878 ათასი აქცია გაიყიდა, Georgia Capital-ის 473 ათასი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 375 ათასი, "თიბისი ბანკის" კი 1.3 მილიონი. 

1 კვირის ჭრილში აქციების ფასი ასე გაუფასურდა : BGEO – 23%, CGEO – 31%, GHG – 10%, TBCG – 34%.

რაც შეეხება ერთი წლის პერიოდს პოზიციები ასე გამოიყურება: „საქართველოს ბანკის“ აქციები 42%-ითაა გაუფასურებული, Georgia Capital-ის 63%-ით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 60%-ით, თიბისი ბანკის კი 54%-ით.