მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

5ef63c5480a9e
ლევან თაღიაშვილი
26.06.20 22:18
1368
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული მხოლოდ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ღირებულება გაიზარდა, დანარჩენი 3-ის კი გაუფასურდა.

რაც შეეხება ტრანზაქციებს, BGEO-ს ფასიან ქაღალდებზე 2.9 მილიონი ფუნტ სტერლინგის გარიგებები დაიდო, "თიბისი ბანკის" 1.5 მილიონის, Georgia Capital-ის მხოლოდ 95 ათასი ფუნტის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 100 000 აქცია გასხვისდა 90 ათას ფუნტად.


1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის ფიუჩერსი გაუფასურებულია და დიაპაზონი 29-დან 62%-მდე მერყეობს.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად კი LSE-ზე კვლავ "საქართველოს ბანკი" გვევლინება 522 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკი" 492 მილიონი ღირს, Georgia Capital 184 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 118 მილიონი.