რაც შეეხება კონკრეტულ გარიგებებს, BGEO-ს აქციებზე 2.4 მილიონი ფუნტის ტრანზაქციები განხორციელდა, "თიბისი ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 1.5 მილიონის, Georgia Capital-ის 1.7 მილიონის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" რაც შეეხება, მისი 11,824 აქცია გაიყიდა 11,383 ფუნტად.
ერთი წლის ჭრილში ოთხივე მათგანი კვლავ მინუსშია და კლების დიაპაზონი 35-დან 57%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია კვლავ "საქართველოს ბანკია" 513 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკი" 488 მილიონი ღირს, Georgia Capital 203 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 127 მილიონი.