მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5dbe056e99eaf
ლევან თაღიაშვილი
03.11.19 14:00
1368
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა 2-მა კომპანიამ დაასრულა; დანარჩენი 2-ის აქციები კი, გაუფასურდა.

 Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ბოლო 1 კვირაში "საქართველოს ბანკის" 143 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 1.8 მლნ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 75 ათასი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 734 ათასად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციებზე დადებულმა გარიგებამ 269 ათასი ფუნტი შეადგინა, რაც შეეხება "თიბისი ბანკს", მისი 138 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა თითქმის 1.8 მილიონ ფუნტად.

კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია LSE-ზე "თიბისი ბანკია" და ის 710 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, "საქართველოს ბანკი" 641 მილიონი ღირს, "Georgia Capital" - 356 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი - 223 მილიონი ფუნტი.

წლიური მაჩვენებლის მიხედვით, 1 იანვრიდან-დღემდე  4-ივე კომპანიის აქციის ფასი გაუფასურებულია. "საქართველოს ბანკის" აქციები 5.23%-ით გაუფასურდა, "Georgia Capital" - 5%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"-ს ფასიანი ქაღალდები კი, ყველაზე მეტად, 16.91%-ითაა გაუფასურებული, "თიბისი ბანკის" კი - 15.37%-ით.