მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5dc5d11748d36
ლევან თაღიაშვილი
09.11.19 00:33
1038
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა 3-მა მათგანმა დაასრულა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ფასი კი არ შეცვლილა. 1 კვირის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" 378 ათასი აქცია გაიყიდა 5.3 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital”-ის 145 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 1.4 მილიონად, "თიბისი ბანკის" 169 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2.2 მილიონად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ რაც შეეხება, მის 111 ათას აქციაზე დაიდო გარიგება.

LSE-ზე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია კვლავ „თიბისი ბანკია“ 745 მილიონი ფუნტ სტერლინგით, შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკი“ 710 მილიონით, „Georgia Capital” – 373 მილიონით და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 237 მილიონით.

1 იანვრიდან- დღემდე 3 კომპანიის აქციების ფასია გაუფასურებული, „საქართველოს ბანკი“ კი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პლიუსში გავიდა და მისი YTD მაჩვენებელი 5.01% გახდა. „Georgia Capital“-ის აქციების ფასი თითქმის 1 წელიწადში 0.49%-ითაა შემცირებული , „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 11.76%-ით, „თიბისი ბანკის“ კი 11.17%-ით.