27.დეკემბერი .2019 21:12

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 274
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული დადებითად ვაჭრობა "საქართველოს" და "თიბისი" ბანკმა დაასრულა, დანარჩენი 2 მათგანის აქციების ფასი კი გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" 91 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 1.49 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის ყველაზე მეტ, 105 ათასზე მეტ გარიგებაზე დაიდო გარიგება 986 ათას ფუნტად.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 74 ათასი აქცია გაიყიდა 112 ათას ფუნტად, რაც შეეხება "თიბისი ბანკს" მისი 85 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 1.1 მილიონად.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე კვლავ "საქართველოს ბანკი" რჩება 803 მილიონი ფუნტ სტერლინგით, შემდეგ მოდის "თიბისი ბანკი" 720 მილიონით, "Georgia Capital" 373 მილიონით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 186 მილიონი ფუნტ სტერლინგია.

1 იანვრიდან - დღემდე მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ფასია მომატებული 18.74%-ით, დანარჩენი 3 მათგანის კი გაუფასურებულია: "Georgia Capital"-ის 8.91%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 10.76%-ით, "თიბისი ბანკის" კი 14.19%-ით

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა