17.იანვარი .2020 22:07

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 360
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, სამი მათგანის აქციების ფასი გაიზარდა, „Georgia Capital”-ის კი გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, 1 თვის ჭრილში მხოლოდ BGEO-ს აქვს მატება 0.19%-ით, CGEO-ს აქციები 9.39%-ით გაუფასურდა, GHG-ს ფასიანი ქაღალდები ყველაზე მეტად, 21.95%-ით, TBCG კი 2.61%-ით.

გასული 1 კვირის განმავლობაში „საქართველოს ბანკის“ 253,122 აქცია გასხვისდა 4.09 მილიონ ფუნტად, “Georgia Capital”-ის 252,286 ფასიანი ქაღალდი 2.2 მილიონად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 508 ათასი 812 ათას ფუნტად, თიბისი ბანკის კი 111,455 – 1.4 მილიონად.

LSE-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია კვლავ „საქართველოს ბანკია“ 777 მილიონი ფუნტით, „თიბისი ბანკი“ 700 მილიონი ღირს, „Georgia Capital” 341 მილიონი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ კი 168 მილიონი ფუნტი.


1 წლის ჭრილში მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ ფასიანი ქაღალდების ღირებულებაა მომატებული 1.88%-ით, CGEO-ს გაუფასურებულია 17.25%-ით, GHG-ს 36%-ით, TBCG-ს კი 14.42%-ით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა