31.იანვარი .2020 23:09

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 301
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ფასმა მოიმატა, დანარჩენების კი გაუფასურდა. BGEO-ს 236 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 3.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად, CGEO-ს 155 ათასი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 1.2 მილიონად, GHG-ს 361 ათასი აქცია 452 ათას ფუნტად, TBCG-ს კი 86 ათასი 1 მილიონ ფუნტად.

რაც შეეხება 1 წლის ჭრილს, ოთხივე მათგანის ფასი გაუფასურებულია. „საქართველოს ბანკის“ 1.06%-ით, „Georgia Capital”-ის 25.85%-ით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 47.21%-ით, „თიბისი ბანკის“ კი 12.28%-ით.

ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია LSE-ზე „საქართველოს ბანკია“ 745 მილიონით, „თიბისი ბანკი“ 672 მილიონი ღირს, „Georgia Capital” 323 მილიონი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ კი 161 მილიონი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა