14.თებერვალი .2020 23:23

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 329
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასული 1 კვირის განმავლობაში Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ოთხივე მათგანის აქციების ფასი გაიზარდა.


ყველაზე დიდი ზრდა „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა 11.63%-ით, “Georgia Capital”-ის ფასიანი ქაღალდები 6.48%-ით გაიზარდა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 4.07%-ით, „თიბისი ბანკის“ კი 6.56%-ით.


რაც შეეხება გარიგების მოცულობას, BGEO-ს 494 ათასი აქცია გასხვისდა 8.3 მილიონ ფუნტად, “Georgia Capital”-ის 176 ათასი 1.3 მილიონად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 581 ათასი 745 ათას ფუნტად, „თიბისი ბანკის“ 210 ათასი 2.7 მილიონად.


ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკი რჩება 882 მილიონ ფუნტ სტერლინგად, შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“ 734 მილიონით, „Georgia Capital” 330 მილიონით და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 168 მილიონით.


1 წლის ჭრილში მხოლოდ BGEO-ს აქვს 9%-იანი მატება, დანარჩენი 3 კომპანიის აქციები კი გაუფასურებულია შესაბამისად 27,45 და 1%-ით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა