მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5e501250eed89
ლევან თაღიაშვილი
21.02.20 21:23
869
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული დადებითი ცვლილება მხოლოდ "თიბისი ბანკის" აქციებს ჰქონდა 0.6%-ით.


BGEO-ს აქციები 3.35%-ით გაუფასურდა, CGEO-ს ფასიანი ქაღალდები 6.86%-ით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციების ღირებულება კი არ შეცვლილა.


„საქართველოს ბანკის“ 228 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 3.9 მილიონ ფუნტ სტერლინგად, „Georgia Capital”-ის 105 ათასი 825 ათას ფუნტ სტერლინგად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 449 ათასი აქცია 575 ფუნტად, „თიბისი ბანკს“ რაც შეეხება 354 ათასი აქცია გაიყიდა 4.8 მილიონად.


რაც შეეხება 1 წლის ჭრილს, მხოლოდ BGEO-ს აქვს დადებითი ცვლილება და მისი აქციები 2%-ით გაიზარდა, დანარჩენი სამი კომპანიის კი გაუფასურდა, შესაბამისად 32,40 და 5%-ით.


ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად LSE-ზე კვლავ „საქართველოს ბანკი“ რჩება 852 მილიონი ფუნტით, „Georgia Capital” 305 მილიონი ღირს, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 168 მილიონი, თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 739 მილიონი ფუნტია.