მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5e5961f93838b
ლევან თაღიაშვილი
28.02.20 22:52
795

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული ოთხივე მათგანის ფასი გასული 1 კვირის განმავლობაში გაუფასურდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, BGEO-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულება 2.08%-ით, CGEO-ს 13.03%-ით, GHG-ს 9.38%-ით, TBCG-ს კი 3.14%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება მოცულობას, "საქართველოს ბანკის" 458 ათასი აქცია გასხვისდა 7.7 მილიონ ფუნტ სტერლინგად, Georgia Capital-ის 349 ათასი 2.4 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 348 ათასი 469 ათას ფუნტ სტერლინგად, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მის 675 ათას აქციაზე დაიდო გარიგება, რომლის ღირებულებაც 8.8 მილიონი ფუნტი იყო.

1 წლის ჭრილში მხოლოდ „საქართველოს ბანკს“ აქვს დადებითი მაჩვენებელი 1.03%-ით, დანარჩენი კომპანიების ფასიანი ქაღალდები კი გაუფასურდა შესაბამისად 38,43 და 13%-ით.

ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად LSE-ზე კვლავ „საქართველოს ბანკი“ რჩება 831 მილიონი ფუნტ სტერლინგით, შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“ 713 მილიონით, Georgia Capital 270 მილიონით და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 152 მილიონი ფუნტით.