მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5e6bec546efa8
ლევან თაღიაშვილი
14.03.20 00:24
1322
მსოფლიო ბირჟებს კორონა ვირუსის გავლენა დღემდე მოჰყვებათ და გამონაკლისი არც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 4 ქართული კომპანიაა. ოთხივე მათგანს 1 კვირის განმავლობაში ორ ციფრიანი კლება ჰქონდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, BGEO-ს აქციები 21.46%-ით გაუფასურდა, CGEO-ს 20.59%-ით, GHG-ს 22.35%-ით, TBCG-ს კი 10.66%.

რაც შეეხება ფასიან ქაღალდებზე დადებულ გარიგებებს, ინვესტორებს უმეტესმა მათგანმა აქციები გაასხვისა და შედეგად "საქართველოს ბანკის" 771 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 10,4 მილიონ ფუნტ სტერლინგად, Georgia Capital-ის 213 ათასი 1.2 მილიონად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 267 ათასი 262 ათას ფუნტად, „თიბისი ბანკს“ რაც შეეხება მის 872 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 10 მილიონ ფუნტად.

1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის აქციების ფასი გაუფასურებულია, შესაბამისად 26, 48, 57 და 29%-ით.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე რამდენიმე თვის განმავლობაში „საქართველოს ბანკი“ გვევლინებოდა, თუმცა მან მეორე პოზიციაზე გადმოინაცვლა 604 მილიონი ფუნტით, „თიბისი ბანკი“ 610 მილიონი ღირს, Georgia Capital 226 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 113 მილიონადაა შეფასებული.