24.აპრილი .2020 23:07

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 356
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული 4 ქართული კომპანიიდან, გასულ კვირას, 3 მათგანის აქციების ღირებულება გაუფასურდა, "საქათველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი გაიზარდა 5.48%-ით.


1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის გაუფასურება 50-დან 60%-მდე შეადგენს, აქედან ყველაზე რთული მდგომარეობა CGEO-ს აქვს, რომლის ფიუჩერსიც თითქმის 62%-ითაა დაცემული 1 წლის განმავლობაში.



რაც შეეხება გარიგებებს, BGEO-ს და „თიბისი ბანკის“ ფასიან ქაღალდებზე დაიდო ყველაზე მსხვილი გარიგებები, შესაბამისად 4.5 და 2.2 მილიონი ფუნტ სტერლინგის. Georgia Capital-ისა და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ფასიან ქაღალდებზე კი შედარებით მცირე რაოდენობის, 504 და 174 ათასი ფუნტის ტრანზაქციები განხორციელდა.


ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე კვლავ "საქართველოს ბანკი" რჩება 411 მილიონი ფუნტით, შემდეგ მოდის "თიბისი ბანკი" 358 მილიონით, Georgia Capital 166 მილიონადაა შეფასებული, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 106 მილიონია