08.მაისი .2020 21:35

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 444
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული Georgia Capital-ის გარდა სამივე კომპანიის აქციების ღირებულება გაუფასურდა. რაც შეეხება გარიგებებს, BGEO-ს 2.9 მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების ტრანზაქცია განხორციელდა, CGEO-ს 659 ათასი ფუნტის, "თიბისი ბანკის" 1.3 მილიონის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 69 ათასი აქცია გასხვისდა 56 ათას ფუნტად.


1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის ფასიანი ქაღალდები 47-დან 63%-მდეა გაუფასურებული. რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად კვლავ "საქართველოს ბანკი" გვევლინება 450 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკი" 434 მილიონი ღირს, Georgia Capital 172 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 106 მილიონია