17.მაისი .2020 23:35

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 441
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული 4 კომპანიიდან, სამი მათგანის აქციის ღირებულება გაუფასურდა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 8.07%-ით გაიზარდა.


რაოდენობრივად სწორედ ამ კომპანიის აქციები გაიყიდა ყველაზე მეტი - 1 მილიონ 174 ათასი ერთეული 1 მილიონ ფუნტად, "საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 5.4 მილონი ფუნტის ტრანზაქცია განხორციელდა, "თიბისი ბანკის" 2.3 მილიონი ფუნტის, "Georgia Capital"-ის კი 857 ათასის ღირებულების გარიგებები დაიდო.


1 წლის ჭრილში კლება კვლავ 50-დან 63%-მდე მერყეობს, შესაბამისად მათი საბაზრო ღირებულებაც განახევრებულია. ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია "საქართველოს ბანკი" აღარაა ლონდონში, ეს სტატუსი „თიბისი ბანკმა“ გადაიბარა 415 მილიონი ფუნტით, BGEO 395 მილიონი ღირს, Georgia Capital 168 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი, რომელშიც ევექსი და Imedi L-ია გაერთიანებული 114 მილიონადაა შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა