მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5ec7fca095cf3
ლევან თაღიაშვილი
22.05.20 20:20
988
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული "საქართველოს ბანკის" გარდა, ყველა მათგანის აქციების ღირებულება გაუფასურდა, BGEO-ს კი 5.22%-ით გაიზარდა.


"საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე ყველაზე მეტი, 5.9 მილიონი ფუნტ სტერლინგის გარიგებები დაიდო, „თიბისი ბანკის“ აქციებზე 1.7 მილიონის ტრანზაქციები განხორციელდა, Georgia Capital-ის 651 ათასის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 134 ათასი ფუნტ სტერლინგის ტრანზაქციები განხორციელდა.

1 წლის ჭრილში კლება კვლავ 50-დან 65%-მდე მერყეობს რაც ნიშნავს, რომ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია განახევრებულია.


ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა "საქართველოს ბანკმა" და ახლა 416 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული, "თიბისი ბანკი" 402 მილიონი ღირს, Georgia Capital 166 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 109 მილიონია.