მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5ed1471401ea3
ლევან თაღიაშვილი
29.05.20 21:31
708
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული ყველა მათგანის აქციების ფასი გაიზარდა გასული 1 კვირის განმავლობაში. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, BGEO-ს მატება 9.21%-ია, CGEO-ს 11.25%, GHG-ს 1.2%, TBCG კი 13.7%.

რაც შეეხება გარიგებებს, "საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 4.7 მილიონი ფუნტ სტერლინგის გარიგებები დაიდო, "თიბისი ბანკის" აქციებზე 3.1 მილიონის ღირებულების, Georgia Capital-ის 446 ათასის, "საქართველოს ჯანდაცივს ჯგუფის" აქციებზე კი 164 ათასი ფუნტის ტრანზაქციები განხორციელდა.


მიუხედავად ზრდისა, 1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის აქციები 46-დან 65%-მდეა გაუფასურებული. ყველაზე დიდი კლება ამ პერიოდში "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" ჰქონდა, რომელიც 65.85%-ით გაუფასურდა.


ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად LSE-ზე "თიბისი ბანკი" გვევლინება 457 მილიონი ფუნტით, "საქართველოს ბანკი" 454 მილიონი ღირს, Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 184 მილიონია, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 110 მილიონი.