მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5eff7796e59bb
ლევან თაღიაშვილი
03.07.20 22:20
764
 ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, ყველა მათგანის აქციების ფასი გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში. რაც შეეხება გარიგებებს, BGEO-ს აქციებზე 3.1 მილიონი ფუნტ სტერლინგის ტრანზაქციები განხორციელდა, "თიბისი ბანკის" 1.5 მილიონი ფუნტის, Georgia Capital-ის 326 ათასი ფუნტის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 118 ათასის გარიგებები დაიდო.

1 წლის ჭრილში ყველა მათგანის ფასი გაუფასურებულია და დიაპაზონი 25-დან 58%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად კვლავ "საქართველოს ბანკი" გვევლინება 537 მილიონ ფუნტ სტერლინგთ, „თიბისი ბანკი“ 497 მილიონი ფუნტი ღირს, Georgia Capital 192 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 126 მილიონი