24.ივლისი .2020 21:13

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 603
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, ყველა მათგანის აქციების ფასი დაეცა. რაც შეეხება ტრანზაქციებს, "საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 1.3 მილიონი ფუნტ სტერლინგის გარიგება დაიდო, Georgia Capital-ის 662 ათასი ფუნტის აქციები გასხვისდა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 24 ათასის, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება მისი 2.5 მილიონი ფუნტის აქცია გასხვისდა.


რაც შეეხება 1 წლის ჭრილს, ოთხივე მათგანის გაუფასურება 40-დან 67%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკია" 429 მილიონი ფუნტით, "საქართველოს ბანკი" 400 მილიონი ღირს, Georgia Capital 179 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 98 მილიონადაა შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა