31.ივლისი .2020 21:29

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

views 348
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასული 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ "თიბისი ბანკის" აქციები გაიზარდა, დანარჩენი 3-ის კი გაუფასურდა.

რაც შეეხება კონკრეტულ ტრანზაქციებს, "საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 2.9 მილიონი ფუნტ სტერლინგის ტრანზაქცია განხორციელდა, Georgia Capital-ის 585 ათასი ფუნტის, "საქართველოს ჯადნაცვის ჯგუფის" 146 ათასი, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მისი 1.4 მილიონი ფუნტის აქციები გასხვისდა.

1 წლის ჭრილს რაც შეეხება ოთხივე მათგანის ღირებულება გაუფასუსრებულია და დიაპაზონი 43-დან 70%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული კომპანია LSE-ზე უკვე ორი კვირაა "თიბისი ბანკია" 436 მილიონი ფუნტით, "საქართველოს ბანკი" 382 მილიონი ღირს, Georgia Capital 172, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 87 მილიონი ფუნტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა