მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარება მთავრობა გიდებს? - თურნავას განმარტება

5eb3e886edb10
თათია ჩაფიჩაძე
07.05.20 14:49
1088
მთავრობა გიდებს ალტერატიული დასაქმების მიმართულებით დაეხმარება. როგორც ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობა ასევე მათი გადამზადებისთვისაც იზრუნებს.

„გიდებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და მათთვის ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც მიმართული იქნება იქეთკენ, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და მოხდეს მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტადარტის დანერგვა. ეს თვითონ გიდებისგან წამოსული მოთხოვნაა.

ასევე დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ მათი დასაქმების პროგრამას. ეს პროგრამა შესთავაზებს მათ გარკვეულ ალტერნატიულ შესაძლებლობებს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ინდუსტრია იქნება განვითარების და ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში.

მოხდება მათი უფრო ფართოდ ჩართვა მცირე ბიზნესის პროგრამებში, მიკროგრანტებში, სხვადასხვა სპეციფიკური მიმართულებებით ხელშეწყობა. სერთიფიცირება, ხარისხი და გადამზადება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ ექნებათ უფასო ვიზიტების შესაძლებლობა მუზეუმებში და დაცულ ტერიტორიებში“ - განაცხადა თურნავამ.